გთავაზობთ ასპინძის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს
03-11-2020
გთავაზობთ ასპინძის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს.

ინტელექტ-ჩემპიონატში ასპინძის გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

65 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი მოიპოვა ასპინძის საჯარო სკოლის მოსწავლე ფიქრია ბლიაძემ. თანაბარი 60-60 ქულა აქვთ, მეორე და მესამე ადგილოსან მოსწავლეებს. მათგან უფრო სწრაფი ივერიის საჯარო სკოლის მოსწავლე რატი აბულაძე აღმოჩნდა და მეორე ადგილი დაიკავა. იმავე მაჩვენებლის დასაგროვებლად მეტი დრო დასჭირდა და მესამე ადგილზე გავიდა ხიზაბავრის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ქუქჩიშვილმა. 

შესაბამისად, ფიქრია ბლიაძემ 2020 წლის „ასპინძის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა. 

„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ასპინძაში დღეს გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს. 

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

ასევე იხილეთ:

„ეტალონი“ ასპინძას ეწვევა - იხილეთ მონაწილეთა სია

„ყველა მოწოდებული წესი და რეგულაცია დაცული გვქონდა“ - ასპინძის მუნიციპალიტეტში ტესტირების I  ტური ჩატარდა

ასპინძის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203