გთავაზობთ გურჯაანის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს
04-11-2020
გთავაზობთ გურჯაანის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს.

ინტელექტ-ჩემპიონატში გურჯაანის გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

პირველ და მეორე ადგილებზე გასულ მონაწილეებს თანაბარი 70-70 ქულა აქვთ. მათ შორის უფრო სწრაფი აღმოჩნდა და აღნიშნული მაჩვენებელი 48,43 წამში დააგროვა პირველადგილოსანმა, არაშენდის საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე არსენაშვილმა. ამ ქულისთვის 125,70 წამი დასჭირდა ვეჯინის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ზავრაშვილს და მეორე ადგილი დაიმსახურა. ხოლო მესამე ადგილი მხოლოდ ერთი ქულის სხვაობით, ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის მოსწავლე მათე ორველაშვილმა მოიპოვა. მას 69 ქულა აქვს მიღებული. 

შესაბამისად, ელენე არსენაშვილმა 2020 წლის „გურჯაანის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა. 


„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი გურჯაანში დღეს გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს. 

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

ასევე იხილეთ:

„ეტალონი“ გურჯაანში ჩატარდება - იხილეთ მონაწილეთა სია

„ბავშვები რეკომენდაციების გათვალისწინებით კლასებში გვყავდა ტესტირების შესაბამისად გადანაწილებული“ - გურჯაანში I ეტაპის ტესტირება ჩატარდა

გურჯაანის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203