''ჩემი სოფლის სამკითხველო'' - ბათუმის N8 სკოლის შემაჯამებელი გაკვეთილი ბიბლიოთეკაში
24-10-2017
ბათუმის N8 სკოლაში VI კლასის (დამრიგებელი და პედაგოგი დალი ქობულაძე) მოსწავლეებმა პროგრამულად გაიარეს გაკვეთილი თემაზე ''ჩემი სოფლის სამკითხველო'' (ნ. შატაიძე).

ნაწარმოებში სოფლისა და ქალაქის ბიბლიოთეკასა და წიგნის სიყვარულზეა საუბარია. ამ გაკვეთილის გავლის შემდეგ, მოსწავლეებმა გადაწყვიტეს სტუმრად მისულიყვნენ სკოლის ბიბლიოთეკაში და გაცნობოდნენ ბიბლიოთეკას და ბიბლიოთეკარის, მარიამ ჭანტურიას მუშაობის სტილს.

გაიმართა დისკუსია, გამოიკვეთა საერთო - ნაწარმოებში აღწერილი ბიბლიოთეკარისა და ქალბატონი მარიამის მუშაობის სპეციფიკაში.

''მოსწავლეებმა, რომლებიც გაერთიანებული არიან ბიბლიოთეკაში, ისაუბრეს იმ სიამოვნებაზე, რომელსაც განიცდიან წიგნების არჩევისას. ისინი ხომ თავად ირჩევენ სასურველ წიგნს ან ბიბლიოთეკარი, ასაკის შესაბამისად, მიუთითებს თაროებს, რომელზეც მიჯრითაა ჩალაგებული წიგნები. ბავშვები კიდევ ერთხელ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ წიგნს უდიდესი ძალა აქვს. მათი აზრით, აუცილებელია ბიბლიოთეკაში ხშირი სტუმრობა,'' - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203