მასწავლებელთა შემოდგომის გამოცდა გაურკვეველი ვადით გადაიდო?!
05-11-2020

როდის ჩატარდება პრაქტიკოს მასწავლებელთა გამოცდა და ჩატარდება თუ არა საერთოდ წელს? - ამ შეკითხვით  ყოველ დღე უამრავი პედაგოგი მოგვმართავს. ოფიციალური პასუხი კი კვლავ გაურკვეველია.

შემოდგომა პრაქტიკულად მიიწურა და მასწავლებლებმა არათუ გამოცდის დრო, არამედ ისიც არ იციან მოუწევთ თუ არა გასვლა წელს ტესტირებაზე. 

Etaloni.ge ზაფხულიდან მოყოლებული არაერთხელ დაუკავშირდა როგორც განათლების სამინისტროს, ისე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, თუმცა პასუხს ვერც ერთ უწყებაში გვეუბნებიან.

სამინისტროში არც იმას ამბობენ, რომ შემოდგომის გამოცდა ზაფხულამდე გადაიდო და არც იმას, როდის გაავრცელებენ ზოგად ინფორმაცია ამის შესახებ. რაც შეეხება „ნაეკის“ პასუხს, მათ თქმით, ისინი მუშაობენ მასწავლებელთა გამოცდის ტესტებზე, ხოლო ჩატარდება თუ არა გამოცდა, ან როდის გამოცხადდება რეგისტრაცია, ეს განათლების სამინისტროზეა დამოკიდებული. თუმცა ოქტომბრის დასაწყისში უწყებამ განაცხადა, რომ „ამ გამოცდას ცენტრი გეგმავს ნოემბერში, თუმცა, ცხადია, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული იმ დროისათვის არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია“. ფაქტია, დღეს უკვე 5 ნოემბერია და ინფორმაცია გამოცდის ჩატარებასთან დაკავშირებით კვლავ არ არის ცნობილი. 

თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ რეგისტრაცია 1 თვე გრძელდება ხოლმე და ჯერ არც დაწყებულა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდა წელს აღარ ჩატარდება - აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძველს როგორც ოფიციალური წყაროების დუმილი, ისე პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების მიერ ჯერ კიდევ ოქტომბერში გაკეთებული განცხადება გვაძლევს. რომელის მიხედვითაც, გამოცდა შემოდგომაზე აღარ ჩატარდება და სამინისტრომ პრაქტიკოს მასწავლებელთა გამოცდა 2021 წლისთვის გადადო.

აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტებას ჩვენ მაშინვე ვეცადეთ, თუცა კონკრეტული პასუხი არავისგან მიგვიღია. 5 ათასამდე პრაქტიკოსი პედაგოგი ზაფხულიდან მოყოლებული დღემდე მოლოდინის რეჟიმშია და გამოცდის ჩატარების თარიღს ელის.

ამ ბუნდოვანების გამო კი ყველაზე დიდი დისკომფორტი პრაქტიკოს პედაგოგებს ექმნებათ -  მასწავლებლის სახლის განცხადებით, სკოლაში პრაქტიკოსი პედაგოგები აღარ უნდა იყვნენ. სწორედ ამიტომ პრაქტიკოსებისთვის შემოდგომის გამოცდაზე გასვლა და სტატუსის ამაღლებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელოვანი ენიჭება. ამასთან, მასწავლებელთა პროფკავშირების ინფორმაციით, 1570 მასწავლებელთან უკვე შეწყდა შრომითი ხელშეკრულება და იგივე ბედი ელით იმ პრაქტიკოს პედაგოგებს რომლებიც სტატუსს ვერ აიმაღლებენ.


იხილეთ ასევე: მასწავლებელთა გამოცდის ჩატარება შემოდგომის ნაცვლად, 2021 წელს იგეგმება - სოფიო გორგოძეს პედაგოგთა პროფკავშირები მიმართავს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203