ვარდისუბნის სკოლის სასწავლო-შემოქმედებითი ექსკურსია
25-10-2017
ვარდისუბნის სკოლის პედაგოგებმა, VI კლასის დამრიგებელმა ნათია ტაბატაძემ და საგნის - ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგმა ხათუნი ასანიძემ, სასწავლო-შემოქმედებითი ექსკურსია მოაწყვეს.

სკოლა მშობელთა კომიტეტთან და მოსწავლეებთან ერთად, თბილისის ტექნოპარკს და ისტორიის მუზეუმს (ქარვასლას) ესტუმრა.

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, სასკოლო სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი მნიშვნელოვანია საგნის უკეთ ათვისებისათვის, კლასგარეშე განათლებისთვის. 

''როგორც იცით, მოსწავლე სწავლობს როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ გარემოში. ასეთ ღონისძიებებზე მოსწავლეებს სოციალური და საკუთარი თავის მართვის უნარ-ჩვევებიც უვითარდებათ. ვიზიტების დროს ისინი არა მხოლოდ სწავლობენ, არამედ ისვენებენ კიდეც, თანაც ამას ორგანიზებული, კოლექტიური ფორმა აქვს.''

ტექნოპარკში ვიზიტისას, სკოლას ტექნოპარკის წარმომადგენელმა უამბო თუ რა არის ტექნოპარკის შექმნის მიზანი, როგორია მოქალაქეების ინტერესი და რამდენად ხელმისაწვდომია ის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის. 

ისტორიის მუზეუმში სტუმრობისას, მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრმა მოსწავლეებს სახვადასხვა პროგრამა შესთავაზა. მოსწავლეებმა მე-20 საუკუნის სახელგანთქმული ფოტოგრაფისა და ეთნოგრაფის ედუარდ კურტისის ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერეს, მოისმინეს ზოგადი ისტორია ამერიკელი ინდიელების შესახებ, გაეცნენ ჩრდილოეთ ამერიკის ხალხების, მათ შორის, ჰოპის ტომის მეთუნეობის ტრადიციებს. მუზეუმის დათვალიერების შემდგომ ბავშვებს საშუალება მიეცათ, თავად მოეხატათ თიხის ქოთნები. 

ვარდისუბნის სკოლის გუნდისთვის სასწავლო-შემოქმედებითი ეკსკურსია ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203