ბოლნისის N5 სკოლაში პოეზიის საღამო სახელწოდებით - ''პოეზიის დედოფალი - ანა'' გაიმართა
25-10-2017
ბოლნისის N5 სკოლაში პოეზიის საღამო სახელწოდებით - ''პოეზიის დედოფალი - ანა'' გაიმართა. 

პოეზიის საღამოზე, რომელიც პედაგოგ ნელი ბახტაძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ჩატარდა, IV კლასის (დამრიგებელი-მარიამ ლომსაძე) მოსწავლეებმა წარმოადგინეს დიდი მწერლის ბიოგრაფიული ცხოვრების ამსახველი დეტალები. 

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მოსწავლეებმა შესანიშნავად წაიკითხეს ანა კალანდაძის შემოქმედების პოეტური ქმნილებანი და შეასრულეს პოეტის ლექსების ამღერებული ვერსიები:

''საღამო დაამშვენა მშობლის, თინათინ დვალიძის, მიერ ანა კალანდაძის ლექსების თემატიკაზე შექმნილმა ნახატებმა.''

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203