გთავაზობთ აბაშის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს
06-11-2020
გთავაზობთ აბაშის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს.

ინტელექტ-ჩემპიონატში აბაშის გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

76 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა სამიქაოს საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ნადარეიშვილმა. მეორე ადგილზე 71 ქულით, ასევე სამიქაოს საჯარო სკოლის მოსწავლე დიმა ჯანგველაძე გავიდა. ხოლო მესამე ადგილი აბაშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე გოჩა ხურცილავას ერგო, 66 ქულით.

შესაბამისად, მარიამ ნადარეიშვილმა 2020 წლის „აბაშის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა. 


„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი აბაშაში დღეს გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს. 

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

ასევე იხილეთ:

„ეტალონი“ აბაშას ესტუმრება - იხილეთ მონაწილეთა სია

„სკოლებში ტესტირება რეკომენდაციებით ჩატარდა, რადგან მოსწავლეთა უსაფრთხოება უპირველესი იყო“ - აბაშაში „ეტალონის“ I ტური დიდი აქტივობით ჩატარდა

აბაშის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203