რუსთავში, ორშაბათიდან ყველა ბაგა-ბაღი იხურება. რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკატერინე ხუციშვილის თქმით, პანდემიის გამო, ბაღებში აღსაზრდელების დასწრების ძალიან დაბალი მაჩვენებელია.
„ბაღებში აღსაზრდელების ბაღში სიარულის კლების დინამიკა ძალიან მზარდი გვაქვს. ბავშვები მშობლებს არ მოჰყავთ, ეშინიათ და ეს გასაგებიც არის. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბაღების რამდენიმე თანამშრომელსაც დაუდასტურდა ინფექცია, მშობლები ფრთხილობენ, რა თქმა უნდა. ბაღი, სადაც ბავშვი არ დადის, პრაქტიკულად მაინც დაკეტილია, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის თაობაზე“, - განუცხადა ეკატერინე ხუციშვილმა „ინტერპრესნიუსს“.
სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი რუსთავში 25 ნოემბრიდან აღდგება.