2 048-მა პედაგოგმა სტატუსი ტრენინგით აიმაღლა: 5-კრედიტიან პროგრამას კიდევ 3 561 მასწავლებელი ელოდება
08-11-2020

პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის განკუთვნილი 5 კრედიტიანი ტრენინგი უკვე 2 048 პედაგოგმა გაიარა, ხოლო 3561 ელოდება. ინფორმაცია etaloni.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან მიაწოდეს.

მათივე ინფორმაციით, ტრენინგები ონლაინ რეჟიმში 2020 წლის თებერვლიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

„დღეის მდგომარეობით, პრაქტიკოსი მასწავლებლის კომპეტენციის განვითარების ხელშემწყობი 5-კრედიტიანი ტრენინგების ფარგლებში სხვადასხვა საგნობრივი და შინაარსობრივი მიმართულების 26 დასახელების სატრენინგო ონლაინმოდული გაიარა 2048 მასწავლებელმა.

ტრენინგები მიმდინარეობს და გრძელდება უწყვეტ რეჟიმში. პრაქტიკოსი მასწავლებლის კომპეტენციის განვითარების ხელშემწყობი, 5 კრედიტიანი ონლაინ ტრენინგები დაგეგმილია 3 561 მასწავლებლისთვის“, - აღნიშნულია მასწავლებლის სახლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისი №241 დადგენილების წერია, რომ პედაგოგი რომლებსაც:

„2020-2021 სასწავლო წლის II სემესტრის დაწყებამდე დაადასტურებს ან დადასტურებული აქვს საგნობრივი კომპეტენცია და პროფესიული კომპეტენცია 10-10 კრედიტქულაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმ ორივე გამოცდის (როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული კომპეტენციის) ნაწილობრივი დადასტურებისა (1, 4, 7 კრედიტქულა) და სხვა აქტივობების საფუძველზე დაგროვებული აქვს 14 კრედიტქულა, უფლება ექნება,  დარჩენილი კრედიტქულები შეივსოს ტრენინგით/ტრენინგებით და დააგროვოს 19 კრედიტქულა“.

მასწავლებლის სახლის მიერ პედაგოგებისთვის შეთავაზებული 5 კრედიტი ტრენინგები მათთვის 19 კრედიტქულის მოგროვებას და სტატუსისის ამაღლების მიზანს ემსახურება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203