ორშაბათიდან დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 5:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება - იკეტება კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები
07-11-2020

ორშაბათიდან საქართველოს დიდ ქალაქებში 22 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება. ამასთან იზღუდება კერძო საბავშვო ბაღების ფუნქციონირებაც - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მთავრობის ბრიფინგზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

შეზღუდვა ეხება თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, რუსთავს, ზუგდიდს, გორსა და ფოთს.

„ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში, კერძოდ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22 საათიდან დილის 5 საათამდე შეზღუდული იქნება გადაადგილება. ეს შეზღუდვა გავრცელდება როგორც ქვეითად მოსიარულეებზე, ასევე ტრანსპორტით და კერძო ავტომობილებით მოსიარულეებზე.

შეზღუდვა არ იმოქმედებს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული ობიექტების ფუნქციონირებისთვის, ასევე სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცევტული დაწესებულებების, მედია დაწესებულებების და მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად

ასევე, ორშაბათიდან შეჩერებული იქნება, როგორც კერძო ისე საჯარო საბავშვო ბაღების ფუნქციონირება“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, შეზღუდვების მოხსნა, ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203