გთავაზობთ საჩხერის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს
გთავაზობთ საჩხერის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს.ინტელექტ-ჩემპიონატში საჩხერის გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
78 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა სავანის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ იოანე ალავიძემ. მეორე ადგილზე საირხის საჯარო სკოლსი IX კლასის მოსწავლე ირინა კირკიტაძე გავიდა 75 ქულით. მესამე ადგილზე კი საჩხერის N2 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ ნოდარ ჩაჩანიძე გავიდა 70 ქულით.
შესაბამისად, იოანე ალავიძემ 2020 წლის „საჩხერის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი საჩხერეში დღეს გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.ასევე იხილეთ:
საჩხერეში „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის ეჯიბრებიან„ეტალონი“ საჩხერეში ჩატარდება - იხილეთ მონაწილეთა სიასაჩხერის მოსწავლეთა საყურადღებოდ