ელენი ბასილაშვილი - დაბა კაზრეთის N2 სკოლის მოსწავლე საერთაშორისო დონის პროგრამის გამარჯვებული გახდა
25-10-2017
ელენი ბასილაშვილი - დაბა კაზრეთის N2 სკოლის მოსწავლე მომავლის ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) გამარჯვებული გახდა.

ელენი ბასილაშვილს ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, მოადგილესთან ერთად, შეხვდა.

გუბერნატორმა მას საერთაშორისო დონის პროგრამის ფარგლებში მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. 

გრიგოლ ნემსაძემ დაბა კაზრეთის N2 სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს (ელენი ბასილაშვილი, ლუკა ბერიანი) სპეციალური სიგელები, ხოლო ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203