კერძო და საჯარო ბაღები დღეიდან დაიხურა
09-11-2020

დღეიდან საქართველოს შვიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში საბავშვო ბაღები დაიხურა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა როგორც კერძო, ისე საჯარო ბაღებზე ვრცელდება. 

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, აღნიშნულ ქალაქებში მიიღებენ სპეციალურ ზომებს მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. ამასთან, 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე შეიზღუდება, როგორც ფეხით მოსიარულეების, ისე ტრანსპორტის გადაადგილება. 

იხილეთ ასევე: ორშაბათიდან დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 5:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება - იკეტება კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203