სიონის სკოლაში, ''თავისუფალი გაკვეთილების'' ფარგლებში, 12 გაკვეთილი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას დაეთმო
25-10-2017
სიონის სკოლაში, სწავლის დაწყებასთან ერთად, ''თავისუფალი გაკვეთილები'' განახლდა. 

პროექტის ფარგლებში, 12 გაკვეთილი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას დაეთმო.

სიონის სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები ჩაუტარდათ ისეთ სპორტულ აქტივობებში, როგორიცაა: აერობიკა, მაგიდის ჩოგბურთი, ფეხბურთი, კალათბურთი, მხიარული სტარტები და ა.შ.

სკოლის წარმომადგენლების განცხადებით, ბავშვები ძალიან აქტიურად ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში და ამასთანავე, ძალიან კმაყოფილები არიან ჩატარებული აქტივობებით.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203