დიდი სმადის საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
06-10-2016
5 ოქტომბერს, დიდი სმადის საჯარო სკოლაში, ჩატარდა მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო V-VI კლასის მოსწავლეებმა, მათ მასწავლებლებს გადასცეს სახელდახელოდ დამზადებული მოსაწვევი ბარათები და მიიწვიეს აღნიშნულ ღონისძიებაზე. 

მოსწავლეებმა მასწავლებლებს მიულოცეს მასწავლებელთა მსოფლიო საერთაშორისო დღე. ისაუბრეს ამ დღის დამკვიდრების შესახებ, მიუძღვნეს ლექსები, სიმღერები და ცეკვები.  

ღონისძიება გაიმართა მშვიდ და სასიამოვნო გარემოში. 

მასწავლებლებმა მოსწავლეებს მადლობა გადაუხადეს. 

იხილეთ ვიდეო   

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203