დისტანციურ სწავლებაზე ყველა სკოლა კიდევ ერთ მუნიციპალიტეტში გადავიდა - რას უკავშირდება გადაწყვეტილება?
11-11-2020

არსებული ინფორმაციით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მიღებული გადაწყვეტილება სავარაუდოდ, რეგიონში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას უკავშირდება.

ინფორმაციის დაზუსტებისა და კონკრეტული მიზეზის გასაგებად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დავუკავშირდით, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია. უწყების განმარტებას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 25 ნოემბრამდე სწავლის დისტანციური რეჟიმი იქნება შემდეგ დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში. ონლაინ სწავლება ასევე აჭარაშია.

იხილეთ ასევე: 10 დიდი ქალაქის სკოლებში 25 ნოემბრამდე დისტანციურად ისწავლიან

მთავრობის ახალი ბრძანება ამოქმედდა - რა შემთხვევაში იქნება სკოლებში სწავლა დაშვებული?

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203