დახურული სკოლები, დაინფიცირებული ათეული მოსწავლე და მასწავლებელი - როგორი ეპიდვითარებაა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში?
11-11-2020
ზუგდიდის სოფლების სკოლების ნაწილი კორონავირუსის გავრცელების გამო დახურულია და სწავლება დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ვირუსი დადასტურებული აქვს რამდენიმე ათეულ მოსწავლეს და მასწავლებელს. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ონლაინ სწავლებაზე გადასულია სკოლები შემდეგ სოფლებში: ცაიში, რუხი, ორსანტია, კახათი(#2), ჭკადუაში, ჯუმი, ტყაია, ჯიხაშკარი (#1), დიდინეძი, ჭითაწყარი, ინგირი (#1) და ყულიშკარი.

ამავე ცნობით, დღეს სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა კახათის პირველ საჯარო სკოლაში, რომელიც ასევე კორონავირუსის გამო რამდენიმე კვირა დახურული იყო. 

ზუგდიდის სოფლებში სულ 39 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს.

ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.

იხილეთ ასევე: დისტანციურ სწავლებაზე ყველა სკოლა კიდევ ერთ მუნიციპალიტეტში გადავიდა - რას უკავშირდება გადაწყვეტილება?

10 დიდი ქალაქის სკოლებში 25 ნოემბრამდე დისტანციურად ისწავლიან

მთავრობის ახალი ბრძანება ამოქმედდა - რა შემთხვევაში იქნება სკოლებში სწავლა დაშვებული?
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203