გალავნის სკოლაში დაარსებული კლუბის მიზანი მოსწავლეთა სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობის გაზრდაა
26-10-2017
გალავნის  სკოლაში კლუბი ''თეზმისხეველები'' დაარსდა.

კლუბს, რომელშიც სკოლის X და XI კლასის მოსწავლეები არიან გაწევრიანებულები, თავისი ლიდერიც ჰყავს, რომელსაც მოსწავლეებთან ერთად მუშაობის განრიგი და წესდება აქვს შემუშავებული. 

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, კლუბს აქვს თავისი ფეისბუქ გვერდი, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახვა, თუ რა აქტივობებს ასრულებენ კლუბის წევრები: 

''კლუბს, რომლის მიზანია მოსწავლეთა სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობის გაზრდა, სკოლის დირექტორის მოადგილე ლეილა კუპრაძე ხელმძღვანელობს.'' 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203