პედაგოგებს სიმპტომები აქვთ, ტექნიკურ პერსონალს ვირუსი დაუდასტურდა, 300-მდე მშობელმა ონლაინ სწავლა მოითხოვა - რამდენი სკოლა დაიხურა ახალციხეში?
11-11-2020

ქალაქ ახალციხეში N6 და N7, ხოლო სოფლების ზიკილიისა და ანდრიაწმინდის საჯარო სკოლებში სწავლას დისტანციურად განაგრძობენ.

აღნიშნულ სკოლებში დისტანციური სწავლა თანამშრომლების ინფიცირების, ზოგ შემთხვევაში კი საეჭვო სიმპტომების გამო გადაწყდა. ახალციხის მეშვიდე სკოლაში კორონავირუსი ტექნიკურ პერსონალს დაუდასტურდა. ახალციხის N6 საჯარო სკოლაში დისტანციურ სწავლაზე მშობლების მოთხოვნით გადავიდნენ.

„დაახლოებით 300-მდე განცხადება შემოვიდა. გარდა ამისა, პედაგოგებს აქვთ სიმპტომები და ტესტების პასუხს ველოდებით. დადასტურებული შემთხვევა სკოლაში ჯერ არ გვაქვს“ - ამბობს სკოლის დირექტორი, გია კაპანაძე.

10 ნოემბრის მონაცემებით, ახალციხის მუნიციპალიტეტში დისტანციურ სწავლებაზე  სულ ცხრა სკოლაა გადასული. ესენია: ახალციხის N1; N2; N3; N5; N6; N7, ვალის N2,  სოფლების ზიკილიისა და ანდრიაწმინდის სკოლები.

ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

იხილეთ ასევე: დისტანციურ სწავლებაზე ყველა სკოლა კიდევ ერთ მუნიციპალიტეტში გადავიდა - რას უკავშირდება გადაწყვეტილება?

მთავრობის ახალი ბრძანება ამოქმედდა - რა შემთხვევაში იქნება სკოლებში სწავლა დაშვებული?

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203