მოსწავლისგან განსხვავებით, მასწავლებელს არ აქვს უფლება დისტანციური სწავლების ფორმა მოითხოვოს
29-11-2020

მოსწავლეებისგან განსხვავებით, პედაგოგებს დისტანციური სწავლის არჩევის უფლება არ აქვთ - აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში etaloni.ge-ს განუცხადეს. 

იმის გათვალისწინებით, რომ მასწავლებელთა ნაწილი ასაკის, ზოგი კი ჯანმრთელობის პრობლემების გამო რისკ-ჯგუფში იმყოფება და მათთვის საჯარო სივრცეებში გადაადგილება უფრო მეტად საფრთხის შემცველია, ჩვენ არაერთმა პედაგოგმა მოგვამართა კითხვით - აქვს თუ არა პედაგოგს დისტანციური სწავლების ფორმა აირჩიოს მაშინ, როცა სკოლაში დასწრებითი სწავლებაა. აღნიშნული კითხვა ჩვენ კი სამინისტროს მისამართით დავსვით, რაზეც ცალსახა პასუხი მივიღეთ, რომ მასწავლებელს არ აქვს ამ არჩევანის გაკეთების უფლება, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ჯანმრთელობის პრობლემა ან მიეკუთვნება თუ არა რისკ-ჯგუფს.

როგორც იცით, იმ სკოლებში, სადაც დასწრებითი სწავლება მიმდინარეობს მშობელს შეუძლია, მოსწავლის დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანა მოითხოვოს. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება კი სკოლებისთვის სავალდებულოა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203