„ვიმსჯელეთ სხვა ტიპის შეზღუდვებზეც“ - სკოლებში დისტანციური სწავლის და ბაღების დახურვის აუცილებლობას გამყრელიძე განმარტავს
13-11-2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, რატომ იყო აუცილებელი შეზღუდვები, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ შემოიღო. მათ შორის, როგორც არის 22:00 საათიდან გარეთ გასვლის აკრძალვა თუ ბაღების დახურვა და სკოლების დისტანციურზე გადავლა.

გამყრელიძის თქმით, არსებული შეზღუდვები 30%-ით შეამცირებს კორონავირუსის ახალ შემთხვევათა რიცხვს:

„ხშირად იყო კრიტიკა, რომ რა, კორონა 22:00 საათის შემდეგ იძინებს და დილის 05:00 საათის შემდეგ იღვიძებს?! არა, ბატონებო, ეს ყველაფერი დამყარებულია სამეცნიერო მტკიცებულებებზე, რომ სწორედ ამ ტიპის შეზღუდვა ორკვირიან ინტერვალში დაახლოებით 30%-ით ამცირებს ახალ შემთხვევათა რიცხვს, მათ შორის ის შეზღუდვები, რაც დაწესდა ბაღებთან, დისტანციურ სწავლებებთან დაკავშირებით და ა.შ. ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ კიდევ სხვა ტიპის შეზღუდვებთან მიმართებაში, თუმცა ამას დღეს არ გავამჟღავნებ, ვიდრე ეს არ განიხილება საკოორდინაციო საბჭოზე, ვინაიდან იყოს ბალანსი. ერთის მხრივ, არის შეზღუდვები ოღონდ გონივრულობის ფარგლებში, რომ ამან სერიოზულად არ იმოქმედოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, მეორეს მხრივ- ჯანდაცვის სიტემის და თვითონ მოსახლეობის მზადყოფნა, რომ ჩვენ სწორი პასუხი გავცეთ ამ დიდ გამოწვევას, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით კი გამოირჩევა ევროპის რეგიონში, სადაც ჩვენ შევდივართ. სამწუხაროდ, ევროპის რეგიონში კოვიდპანდემიის სწრაფი ზრდა გვაქვს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203