რა ინფორმაციას ავრცელებს სკოლა, სადაც მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა და სწავლა დისტანციურად გაგრძელდება
13-11-2020
დედოფლისწყაროს პირველ საჯარო სკოლაში კორონავირუსის ფაქტი დაფიქსირდა. ვირუსი ერთ-ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ სკოლამ მოსწავლეებისა და მშობლებისთვის ინფორმაცია გაავრცელა.
„მოსწავლეებისა და მშობლების საყურადღებოდ...
სამწუხაროდ, ჩვენი სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა covid-19.
ორშაბათიდან, 16 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, გადავდივართ დისტანციურ სწავლებაზე. ცხრილს მოგაწვდიან კლასის დამრიგებლები. სწავლა დაიწყება ჩვეულებრივ, 9 საათზე. დაწყებით საფეხურზე 1-4 კლასებში გაკვეთილები იქნება 20 წუთიანი, 5-9 კლასებში-30 წუთი, 10-12 კლასები- 40 წუთი. სწავლა განხორციელდება teams-ის პლატფორმაში.
დანარჩენ ინფორმაციას მოგაწვდით ეტაპობრივად“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.