დახურული საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები - საბერძნეთის მთავრობამ შეზღუდვები გაამკაცრა
14-11-2020

კორონავირუსის შემთხვევების შემცირების მიზნით, საბერძნეთის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო - ქვეყანაში ორშაბათიდან საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები დაიხურება.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო ოქტომბრის დასაწყისიდან საბერძნეთის ხელისუფლებამ შეზღუდვებისა და საყოველთაო კარანტინის ხელახალი დაწესების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ღამის ე.წ. „კომენდანტის საათსაც“ ითვალისწინებს. შეზღუდვები ძალაში ნოემბრის ბოლომდეა, სწორედ ამ დრომდე დარჩება დახურული საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები.

საბერძნეთში გუშინ კორონავირუსის 3 038 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ხუთშაბათს ქვეყანაში ინფიცირების 3 316 შემთხვევა დაფიქსირდა, 50 ადამიანი კი გარდაიცვალა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203