ბოლნისის N5 სკოლის მოსწავლეებმა გასვლით გაკვეთილზე საინტერესო და სახალისო აქტივობები განახორციელეს
25-10-2017
ბოლნისის N5 სკოლის ფიზიკისა და ქიმიის მასწავლებლებმა, ლალი დალაქიშვილმა და ნინო იასაღაშვილმა, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარეს გასვლითი გაკვეთილი სახალისო მეცნიერებათა მუზეუმ ''ექსპერიმენტორიუმში''.

გაკვეთილის მიზანი იყო ფიზიკასა და ქიმიაში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

''გაკვეთილს მიეცა ექსკურსიის სახე, რამაც ის თითოეული მოსწავლისათვის უფრო საინტერესო და სახალისო გახადა. თეორიულად ნასწავლი მასალა ბავშვებმა პრაქტიკაში განახორციელეს. მოსწავლეები გასვლითი გაკვეთილით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ,'' - აღნიშნეს მასწავლებლებმა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203