21 წლის ახალგაზრდას მეოთხე დღეა ეძებენ - ოჯახი კომენტარს არ აკეთებს
15-11-2020
გორში მეოთხე დღეა 21 წლის ახალგაზრდას ეძებენ. გიორგი ნონიაშვილი სახლიდან 11 ნოემბერს გავიდა და აღარ გამოჩენილა. ოჯახის წევრები ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.
მეზობლები ახალგაზრდას დადებითად ახასიათებენ და მომხდართან დაკავშირებით ვერსია არ აქვთ.
„დღის 12 საათზე ყავა დაულევია, სალონში წავიდა, მერე იქიდან ხელფასი უნდა აეღო და 3 საათზე უნდა მისულიყო და ეყიდა პროდუქტი. დედამისმა რომ დაურეკა უკვე აღარ პასუხობდა. მერე გაირკვა იქაც არ წასულა და ხელფასიც არ აუღია. ყველგან ეძებენ“ - ამბობს ოჯახის ნათესავი.
საქმეში სამართალდამცავები ჩაერთვნენ. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ძიება 143-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.