ერთი სკოლის ორი მასწავლებელი კორონავირუსით გარდაიცვალა - რა კომენტარს აკეთებს სამტრედიის N12 საჯარო სკოლის დირექტორი?
15-11-2020
ფატალურად დასრულებული კორონავირუსის შემთხვევები საგანმანათლებლო სფეროში. სამტრედიის N12 საჯარო სკოლის ორი პედაგოგი კორონავირუსით გარდაიცვალა.
ისტორიის პედაგოგი მაია გიორგაძე 51 წლის იყო და საჩხერის კლინიკაში მკურნალობდა, სადაც წუხელ დაიღუპა. ერთი დღით ადრე კი ვირუსს ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მზევინარ ბაღდავაძე ემსხვერპლა.
„მზევინარ ბაღდავაძეს 15 ოქტომბრიდან დაეწყო მაღალი სიცხეები, დამირეკა რომ ვერ მოვიდოდა. ყოველდღიურ კონტაქტზე ვიყავით, სახლში მკურნალობდა“, - ამბობს სამტრედიის N12 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ონიანი.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსს 34 მსხვერპლი ჰყავს. ქვეყნანაში ვირუსის 3020 ახალი შემთხვევა გამოვლინდნა.