პირბადის გამოყენება პედაგოგებისა და ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო ხდება - სკოლებს არ ხურავენ, მაგრამ წესებს ამკაცრებენ გერმანიაში
16-11-2020

სკოლებში უნდა გამკაცრდეს სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებული წესები და პირბადეების ტარება სავალდებულო  გახდეს, როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე ყველა ასაკის მოსწავლეებისთვის - კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვების დაწესება გერმანიაში იგეგმება. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ამასთან, ყველა ის ადამიანი, ვისაც ჩვეულებრივი გრიპის თუნდაც მსუბუქი სიმპტომი აღენიშნება, ვალდებული უნდა იყოს, იზოლაციაში გადავიდეს.

გამოცემის ცნობით, ახალი შეზღუდვების დოკუმენტის პროექტის ტექსტში აღნიშნულია, რომ მოქალაქეებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია შობამდე ყველა სახის კერძო წვეულებაზე დასწრებისგან თავის შეკავების შესახებ. ამასთან, ოჯახებმა თავიანთ სახლებში სტუმრების მიღება უნდა შეზღუდონ, უნდა გამკაცრდეს შეზღუდვა საზოგადოებრივ ადგილებში მოქალაქეების თავშეყრასთან დაკავშირებითაც.

შეგახსენებთ, გერმანიამ მიმდინარე თვეში ახალი შეზღუდვები დააწესა, რომელსაც „მსუბუქ ლოქდაუნად“ მოიხსენებენ. დახურულია ბარები და რესტორნები, თუმცა სკოლები და მაღაზიები კვლავ ღია რჩება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ახალი ინფექციების რიცხვი ექსპონენტურად აღარ იზრდება, მაგრამ ჯერჯერობით არც შემცირება შეინიშნება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203