ქსნის სკოლის მოსწავლეებმა ვიზალიბერალიზაციის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს
26-10-2017
ქსნის სკოლის მოსწავლეები ''თავისუფალი გაკვეთილების'' ფარგლებში, ვიზალიბერალიზაციის არსს გაეცნენ.

მოსწავლეებმა ვიდეო-სიუჟეტების მეშვეობით შეიტყვეს უვიზო მიმოსვლის პირობები, განიხილეს რა სახის დოკუმენტაციაა საჭირო ევროპაში წასასვლელად, გაეცნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. მომავალი გაკვეთილისთვის დაიგეგმა, რომ მოამზადონ საჭირო რესურსები სიმულაციური თამაშისთვის - ''როგორ ვიმოგზაუროთ ევროპაში.''

''გაკვეთილის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის ვიზალიბერალიზაციის თემაზე ინფორმაციის მიწოდება და ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ ცნობიერების ამაღლება. მოსწავლეებისთვის გაკვეთილი საინტერესო აღმოჩნდა. ახალი გაკვეთილიც დავგეგმეთ, სიმულაციური თამაში ''როგორ ვიმოგზაუროთ ევროპაში,'' - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203