ბორჯომის მუნიციპალიტეტის 10 საბავშვო ბაღში, სადაც სასწავლო პროცესი მთლიანად შეჩერებული იყო, დღეიდან, 17 ნოემბრიდან დისტანციურ რეჟიმში განახლდა.
როგორც ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნინო ბენდელიანი აცხადებს, ახალი მოდული ბავშვებს საშუალებას მისცემს სასწავლო პროცესი დისტანციურად გააგრძელონ.
„დავალებებს აძლევენ აღმზრდელები, დახურული ჯგუფებია შექმნილი, სადაც არიან ფსიქოლოგები, მეტყველების თერაპევტებიც. სასწავლო პროცესს კოორდინირებას უწევენ მეთოდისტები. ჩართვები ექნებათ კვირაში ორჯერ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში აღმზრდელები ინდივიდუალურადაც იმუშავებენ ბავშვებთანაც“, - ამბობს ნინო ბენდელიანი.
ბორჯომის საბავშვო ბაღებში, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო სასწავლო პროცესი 9 ნოემბრიდან შეწყდა.
ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.