''გისურვებთ იმ მადლიანი გზის ბოლომდე გავლას, რომელსაც მასწავლებლობა ჰქვია'' - სადგურ მარელისის სკოლაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს
07-10-2016
მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სადგურ მარელისის საჯარო სკოლაში ორიგინალური ღონისძიება ჩატარდა.   

"მოსწავლეებმა ემოციებით სავსე დღე აჩუქეს პედაგოგებს. კეთილი სურვილებით, ალალი ღიმილით და გულში ჩამწვდომი  ფრაზებით იყო  დარბაზი სავსე. ხალისით ჩაერთვნენ მოსწავლეები ამ ღონისძიებაში, ცდილობდნენ ყოფილიყვნენ აქტიურები." - აღნიშნავს სკოლის დირექტორი ვერა ოდიკაძე.

 

სკოლის დირექტორმა ადმინისტრაციის დახმარებით, გადაწყვიტა მასწავლებლებისთვის მოეწყო სიურპრიზი.  გაკვეთილების შემდეგ პედაგოგები მიიწვიეს  დარბაზში,  სადაც  მათ დახვდათ ულამაზესად  გაფორმებული  სცენა, ბავშვებით სავსე დარბაზი და სასიამოვნო  ატმოსფერო. 

მოსწავლეები ტაშით და  ფეხზე მდგომები შეეგებნენ პედაგოგებს, მიულოცეს  პროფესიული დღე.
მასწავლებელთა პროფესიული დღე თანამშრომლებს მიულოცა სკოლის დირექტორმა. მან კოლეგებს უსურვა წინსვლა, წარმატებები, დღეგრძელობა, მრავალი თაობის აღზრდა - განათლებაში მონაწილეობის მიღება. 



"გისურვებთ იმ მადლიანი გზის ბოლომდე გავლას, რომელსაც მასწავლებლობა ჰქვია და რომელიც დიდი რწმენით, მუყაითი შრომით და ანთებული გულით მიიღწევა."- დასძინა ქალბატონმა ვერამ. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203