გაიზარდა საჯარო სკოლის სია, სადაც დისტანციურად 25 ნოემბრამდე ისწავლიან
18-11-2020

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება. იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო უბნების უმეტესი ნაწილი, სკოლის შენობაშია განთავსებული, სკოლები, სადაც არჩევნები ჩატარდება, დროებით დისტანციურ სწავლება იქნება. საქართველოს მასშტაბით, ასეთი დაახლოებით 800-მდე სკოლაა. მათ შორის ისეთი სკოლებიც, სადაც ამ დრომდე საკლასო სწავლება მიმდინარეობდა. 

აღსანიშნავია, რომ ამ 800-მდე საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმ 10 დიდი ქალაქის სკოლებიც შედის, სადაც 24 ნოემბრამდე ისედაც ონლაინ ფორმატში სწავლობენ. ამ ქალაქებისა და სხვა მუნიციპალიტეტების იმ სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნებია, ონლაინ სწავლება შენობაში დეზინფექციის ჩატარებამდე მოუწევთ. როგორც წინა შემთხვევაში, არჩვენების შემ,დეგ შენობაში დეზინფექცია ტარდება, რათა მოსწავლეებს და მასწავლებლებს უსაფრთხო გარემო დახვდეთ. 

ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი, სადაც მეორე ტური გაიმართება, შემდეგია: თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი, მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი, ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო, ხაშური, ქარელი, რუსთავი, გარდაბანი.

ნახეთ, სკოლების ჩამონათვალი, რომლებშიც საარჩევნო უბნებია გახსნილი

იხილეთ ასევე: 1000-ზე მეტი სკოლა, რომლებიც ამ კვირაში დროებით დისტანციურ სწავლებაზე გადავა

10 დიდი ქალაქის სკოლებში 25 ნოემბრამდე დისტანციურად ისწავლიან

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203