„მეორე ტალღა უნდა დავძლიოთ“ - საჯარო სკოლები კორონავირუსის გამო დისტანციურ სწავლებაზე ნიუ-იორკშიც გადავიდა
19-11-2020

ნიუ-იორკში საჯარო სკოლები დღეიდან დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. აღნიშნულის შესახებ ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ განაცხადა და მიზეზად კორონავირუსის შემთხვევების მატება დაასახელა. 

მისი თქმით, ქალაქმა მეორე ტალღა უნდა დაძლიოს.

„ქალაქ ნიუ-იორკში ტესტირების დადებითმა მაჩვენებელმა 3%-ს მიაღწია. სამწუხაროდ, ეს ნიშნავს, რომ პრევენციის მიზნით, 19 ნოემბრიდან საჯარო სკოლების შენობები დაიხურება. კორონავირუსის მეორე ტალღა უნდა დავძლიოთ“, - განაცხადა ნიუ-იორკის მერმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203