„ქვეყნის მასშტაბით სკოლები ეტაპობრივად გადადიან დროებით დისტანციურ სწავლებაზე“ - რამდენი სკოლა დაიხურა 1 დეკემბრამდე ადიგენში?
20-11-2020
ადიგენის მუნიციპალიტეტში არლის, გომაროს, მლაშესა და ლელოვნის საჯარო სკოლები 20 ნოემბრიდან დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

როგორც ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ინგა ბოჭორიშვილი აცხადებს, აღნიშნული სკოლების დახურვა პედაგოგებისთვის კორონავირუსის დადასტურებამ გამოიწვია.

„გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე, ისე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებშიც. ეს არ მოიცავს მუნიციპალიტეტის ყველა სკოლას. მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად გადადიან სკოლები დროებით დისტანციურ სწავლებაზე“, - ამბობს ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ინგა ბოჭორიშვილი.

ოთხი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე 10 დღის განმავლობაში, 1 დეკემბრამდე იქნება.

ადიგენის სკოლებთან ერთად, დისტანციურ სწავლებაზე გადადის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების სკოლებიც. მთლიანობაში რამდენი სკოლაა და რომელ მუნიციპალიტეტებში, ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში სრული მონაცემი ჯერ არ აქვთ: „მონაცემებს დავაჯამებთ და ხვალისთვის გვეცოდინება“.

ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭეს“ ავრცელებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203