2021 წლის აბიტურიენტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მიმართავს 
21-11-2020

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ღია კარის დღეების ელექტრონულ ფორმატში ჩატარებას იწყებს.

ცენტრის  წარმომადგენლები აბიტურიენტებს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ. 

მეთორმეტეკლასელებს შესაძლებლობა ექნებათ, დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები ცენტრის დირექტორისა და საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებისგან.

აბიტურიენტთა ინფორმირებულობის მიზნით  ღია კარის  დღეები გაიმართება  საქართველოს სხვადასხვა რეგიონის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის.

შეხვედრები Microsoft Teams-ის პროგრამის დახმარებით ჩატარდება.

მოსწავლეები ონლაინ ღია კარის დღეებზე დასასწრებად რეგიონების მიხედვით განაწილდებიან. 

კონკრეტული თარიღის შესახებ მეთორმეტე კლასის მოსწავლეების ინფორმირებას ადგილობრივი რესურსცენტრის დახმარებით სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

ირველი შეხვედრა გაიმართება 24 ნოემბერს, 15:00 საათიდან 16:30 საათამდე რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის. 

ღია კარის დღის დასრულების შემდეგ მომზადდება და განთავსდება ინფორმაცია ხშირად დასმული კითხვების შესახებ ცენტრის ვებგვერდზე: naec.ge

ამავე გვერდზე, აგრეთვე ცენტრის ფეისბუქ გვერდზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება ყველა საჭირო ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის, მათ შორის - საინფორმაციო ვიდეორგოლები. მნიშვნელოვან ინფორმაციას აბიტურიენტებს ინტერნეტის საშუალებით გააცნობენ ცენტრის საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203