პრაქტიკოსი და სპეცმასწავლებლებისთვის ნოემბერში დაგეგმილი გამოცდა აღარ ჩატარდება. აღნიშნული ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდის მეთვალყურე კურატორებს მოკლეტექსტური შეტყობინების სახით მიაწოდა.
შეტყობინებაში წერია, რომ შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ნოემბერში დაგეგმილი პედაგოგთა გამოცდა აღარ ჩატარდება. უწყება გაგზავნილ შეტყობინებაში არ აკონკრეტებს როდის ჩატარდება გამოცდა.
შეტყობინებასთან დაკავშირებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა etaloni.ge-სთან დამატებითი განმარტება გააკეთა. „
ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე და ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ეს შეტყობინება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გაუგზავნა გამოცდების ორგანიზებაში ჩართულ პირებს - დამკვირვებლებსა და კურატორებს, რომლებთანაც უწყება ყოველწლიურად თანამშრომლობს. მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების პროცესთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას“, - განგვიცხადეს უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ შემოდგომაზე დაგეგმილ გამოცდაზე მონაწილეობა პრაქტიკოს პედაგოგებთან ერთად სპეცმასწავლებელბსაც უნდა მიეღოთ.
იხილეთ შეტყობინება: