სკოლა ვალდებულია მასწავლებელს ხელფასის დაგვიანების ყოველი დღისთვის დამატებითი ანაზღაურება გადაუხადოს
საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების წესში აღნიშნულია, რა შემთხვევაში არის სკოლა ვალდებული მასწავლებლებს დამატებითი ანაზღაურება გადაუხადოს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების მიხედვით, სკოლა ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს მასწავლებელს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოხდება სკოლის ტარიფიკაციის მიხედვით ჩატარებული საათების რაოდენობისა სტატუსის შესაბამისად.
იხილეთ ასევე:
მასწავლებლის ხელფასი მარტო სტატუსსა და საათებზე არ არის დამოკიდებული - რატომ აქვს თქვენს კოლეგას განსხვავებული ანაზღაურება?