''2017 წელს მასწავლებლების ხელფასები აუცილებლად გაიზრდება'' - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა
"ვინც ამბობს, რომ 2017 წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული მასწავლებელბის ხელფასების ზრდა, იმან ან არ იცის, ან არ უნდა, რომ იცოდეს ბიუჯეტის კითხვა", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ ოპონენტების ბრალდებაზე, რომ 2017 წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული პედაგოგებისთვის ხელფასის მატება.
განათლების მინისტრის განცხადებით, მასწავლებლების ხელფასები აუცილებლად გაიზრდება 2017 წელს.
„მასწავლებლების ხელფასების ზრდა ასახულია ბიუჯეტში სრულად. ცალსახად და აუცილებლად შესრულდება ეს დაპირება. ეს დაპირება ახლანდელი დაპირება არ არის, უფრო ადრე იქნა დაპირებული და აუცილებლად 2017 წელს ის ზრდა, რაც იყო დაგეგმილი, აუცილებლად შესრულდება და სწორედ მასწავლებლების ხელფასებს ეხება ეს ცვლილება”,- განაცხადა ჯეჯელავამ.