„ბევრი რამე განიხილება“ - ამირან გამყრელიძე ასახელებს დროს, როდესაც სკოლებზე გადაწყვეტილება გამოცხადდება
24-11-2020

სკოლებსა და უნივერსიტეტებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას უახლოეს 2 დღეში მიიღებს და გამოაცხადეს. აღნიშნულის შესახებ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ დაავადებათა კონტროლი ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როდემდე შეიძლება გახანგრძლივდეს დისტანციური სწავლება სკოლებში, სადაც აღნიშნული ფორმატი 25 ნოემბრამდე იყო? - ამ კითხვას, გამყრელიძემ შემდეგნაირად უპასუხა: 

„დღესაც მსჯელობდა საკოორდინაციო საბჭო გარკვეული შემზღუდველ ღონისძიებების გაფართოებაზე და გამკაცრებაზე, სადაც შედის სკოლაც, უმაღლესი სასწავლებლებიც და სხვა ბევრი რამე განიხილება. მე ახლა არ დავაკონკრეტებ, ალბათ, ხვალ ან მაქსიმუმ ზეგ გახდება ცნობილი გადაწყვეტილებები. მათ შორის სკოლებთან დაკავშირებითაც“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203