განათლების მინისტრმა მასწავლებლებს მენტორისა და წამყვანის სტატუსები მიანიჭა - სკოლები, სადაც 13 დაწინაურებული პედაგოგი ასწავლის
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, ზოგად განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის, განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ 13 პედაგოგს სტატუსი აუმაღლდა.
მიხეილ ჩხენკელის ბრძანების საფუძველზე, მენტორის სტატუსი 11 პედაგოგს, ხოლო წამყვანის სტატუსი 2 პედაგოგს მიენიჭა.
იხილეთ პედაგოგების სია, რომლებსაც სტატუსი აუმაღლდათ. მენტორი მასწავლებლის სტატუსის მიენიჭა:
- ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელს - თემურ სუყაშვილს;
- სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლის მასწავლებელს - თინათინ ბუთხუზს;
- ქალაქ სამტრედიის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელს - ირმა ვაშაკიძეს
- სსიპ ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელს - ნადია დაბრუნდაშვილს;
- სსიპ ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის მასწავლებელს - მარინე ვართუმაშვილს
- სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლის მასწავლებელს - გვანცა აქიმიძეს;
- სსიპ რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის მასწავლებელს - მარინე ფორჩხიძეს;
- სსიპ ქალაქ გორის N11 საჯარო სკოლის მასწავლებელს - ირმა კურტანიძეს;
- სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის მასწავლებელს - ანნა შატაკიშვილს;
- სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელს - ლალი დალაქიშვილს
- შპს N1 სკოლის მასწავლებელს - ივანე გოქაძეს.
სტატუსი აუმაღლდა და წამყვანი მასწავლებელი გახდა:
- სსიპ ქალაქ სამტრედიის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი - ირმა ვაშაკიძე;
- სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მასწავლებელი - იამზე ფანცულაია.