შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი პროექტი „შეფასება განვითარებისთვის“, რომლის ფარგლებშიც მე-5 მე-7 კლასის მოსწავლეებს ტესტირება უნდა ჩატარებოდათ, გაურკვეველი ვადით არის შეჩერებული.
როგორც ცენტრში აცხადებენ, საცდელი ტესტირება რიგი ტექნიკური საკითხების გამო გადაიდო. ამასთან, ერთ-ერთი მიზეზი ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებაც არის. ამ ეტაპზე გამოცდების ეროვნულ ცენტრში არ აკონკრეტებენ, როდის ჩატარდება ტესტირება, თუმცა ცენტრის ცნობით, მათ საკითხზე მუშაობა არ შეუჩერებიათ.
ცნობისთვის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პროექტზე მუშაობა 2019 წელს დაიწყო და მისი მიზანი მეოთხე და მეექვსე კლასის მოსწავლეების ცოდნისა და უნარების შეფასებაა. წელს პროექტი სატესტო რეჟიმში უნდა ჩატარებულიყო მე-5 და მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის, პროცესში 100 სკოლიდან 2 000-მდე მოსწავლე უნდა ჩართულიყო.
იხილეთ ასევე: რატომ გადაიდო ტესტირება, რომელიც 100 სკოლაში უნდა ჩატარებულიყო - „ნაეკი“ გვპასუხობს