„ყველა სკოლა 7 დეკემბრის ჩათვლით დისტანციურ სწავლებაზე გადადის“ - განცხადებას დედოფლისწყაროს რესურცენტრის უფროსი ავრცელებს
25-11-2020

7 დეკემბრის ჩათვლით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო და კერძო სკოლა. აღნიშნულის შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ეთერ ზურიკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. 

„დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრი გაცნობებთ, რომ შექმნილი ეპიდემიური მდგომარეობის გამო ადგილობრივი ჯანდაცვის რეკომენდაციით დედოფლისწყაროს ყველა საჯარო და კერძო სკოლა 26 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით გადადის დისტანციურ სწავლებაზე“, - წერს ეთერ ზურიკაშვილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203