„დღევანდელი დღე გამოიყენეთ მაქსიმალურად და მოემზადეთ“ - 14 დეკემბრამდე ონლაინ სწავლებაზე ხარაგაულის სკოლები გადადიან
26-11-2020

ხვალიდან 14 დეკემბრამდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადის. ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ავრცელებს. 

„27 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე, განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით, ჯანდაცვის სამსახურის რეკომენდაციით, დისტანციურ სწავლაზე გადადის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო  სკოლა.

სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებს (სადაც სწავლა დღემდე მიმდინარეობს საკლასო ოთახებში) გთხოვთ, დღევანდელი დღე გამოიყენოთ მაქსიმალურად და მოემზადოთ დისტანციურ რეჟიმში მუშაობისთვის.

უმორჩილესად გთხოვთ, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არაა, დავრჩეთ სახლებში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს...

მადლობა მინდა გადავუხადო მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სამსახურს თანადგომისთვის და ყველა მიმართვაზე მყისიერი პასუხისთვის“, - ნათქვამია ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203