საქართველოში უქმე დღეების რაოდენობა 12 დღით გაიზარდა - ბრძანება მომავალ წელს შეეხება
მომავალ წელს საქართველოში იმაზე მეტი უქმე დღე იქნება, ვიდრე გასულ წლებში იყო. „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილება პანდემიიდან გამომდინარე შევიდა.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №698 დადგენილება უკვე ძალაში შევიდა. ბრძანების მიხედვით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს, საქართველოში უქმე დღეების რაოდენობა 12 დღით გაიზარდა.
„საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, 2021 წლის
3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები და
8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვროს უქმე დღეებად“, - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.
შეგახსენებთ, რომ უქმე დღეების დამატებით გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ
გუშინ მიიღო.