რა შემთხვევაშია სასწავლო პროცესი დასაშვები - საგანმანათლებლო დაწესებულების ახალი ვალდებულებები კანონით გაიწერა
27-11-2020

გუშინ დაანონსებული ახალი შეზღუდვები კანონით ოფიციალურად გაიწერა. გამოქვეყნებულ მოცულობით დოკუმენტში გარდა რეგულაციებისა, საგანმანათლებლო სექტორს უფლებები და ვალდებულებები განესაზღვრა. 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებას დადგენილებას ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს. მასში საგანმანათლებლო პროცესი შემდეგნაირად დარეგულირდა: 

  1. შეჩერდეს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამების განხორციელება. დანარჩენმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სასწავლო პროცესი უნდა განახორციელონ „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.
  2. საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უშუალოდ ან ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული უწყებების დახმარებით განხორციელებული შემოწმების შედეგად სამუშაო ადგილებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე.
  3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური სამუშაოები და გამოცდების ჩატარება უზრუნველყოს არადისტანციურად (ფიზიკურად), „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.
  4. ქ. თბილისში, ქ. ბათუმში,  ქ. ქუთაისში,  ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში, ქ. თელავში არსებულმა ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულმა, სპეციალურმა პროფესიულმა და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა საგანმანათლებლო საქმიანობები შესაძლებელია, განახორციელონ მხოლოდ დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება ვრცელდება იმ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც ხორციელდება ქ. თბილისში, ქ. ბათუმში,  ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში, ქ. თელავში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ.
  5. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა დასაშვებია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ უშუალოდ ან ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული უწყებების დახმარებით განხორციელებული შემოწმების შედეგად სამუშაო ადგილებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე.
  6. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, საქმიანობის ელექტრონული ფორმით, დისტანციური წესით განხორციელების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში კოლეგიური ორგანოების (მათ შორის, სამეურვეო საბჭოს, აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს, ფაკულტეტის საბჭოს, სტუდენტთა/მოსწავლეთა თვითმმართველობების, სადისერტაციო საბჭოებისა და სხვა) საქმიანობა განახორციელოს დისტანციურად, ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით (გადაწყვეტილებების მიღებისათვის კვორუმის დადგენა, ხმის მიცემა, ოქმის წარმოება და სხვა).
  7. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული ყველა პირი გადაიყვანოს მუშაობის დისტანციურ რეჟიმში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული პოზიციის/თანამდებობის პირის საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ყოფნა/გამოცხადება დაკავშირებულია ამ პოზიციის/თანამდებობის სპეციფიკასთან. ამ პირების მიერ საქმიანობა ხორციელდება „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.
  8. ტრენინგის, კონფერენციის, სემინარის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ დისტანციური ფორმით. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აღიარებულ მეზღვაურთა საწვრთნელ-ცენტრებსა და მათ მიერ „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩასატარებელ სავალდებულო წვრთნებზე.

აღნიშნული ცვლილებები უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.

იხილეთ ასევე: სწავლა სრულად დისტანციურ რეჟიმზე 8 ქალაქსა და სათხილამურო კურორტებზე გადადის - ყველა შეზღუდვა, რომელიც 28 ნოემბრიდან ამოქმედდება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203