ადგილი, სადაც ცოდნა ქმნის მომავალს - KIU-ის  მიზანია, ერთად მოუყაროს თავი ადგილობრივ და საერთაშორისო ტალანტებს
30-11-2020

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) პირველი სტუდენტები ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე (მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება) მიიღო. პირველ წელს 1112 აბიტურიენტმა გამოხატა სურვილი გამხდარიყო KIU-ს სტუდენტი, ხოლო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული მაღალი ბარიერი 246-მა ახალგაზრდამ გადალახა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტები როგორც აუდიტორულ რეჟიმში, ისე ონლაინ აგრძელებენ სწავლას.

როგორც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი მაგდა მაღრაძემ აღნიშნავს: „2020 წლიდან უმაღლესი განათლების საერთაშორისო რუკაზე გაჩნდა ახალი, ულტრათანამედროვე უნივერსიტეტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელმაც წელს მიიღო სტუდენტების პირველი ნაკადი“.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი ვოლფგარფ ჰერმანის განცხადებით, უნივერსიტეტის ძირითადი კონცეფციაა, ერთად მოუყაროს თავი ადგილობრივ და საერთაშორისო ტალანტებს.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ძირითადი კონცეფციაა, ერთად მოუყაროს თავი ადგილობრივ და საერთაშორისო ტალანტებს. ტალანტების განათლება კი საუკეთესო სამსახურია, რაც შეიძლება გაუწიო ქვეყანას. ამას სჭირდება ტექნიკური გამოცდილება და შესაბამისი ექსპერტები, რათა ქვეყანაში შემოვიყვანოთ უფრო მეტი ტექნოლოგიური კომპანია. ვფიქრობ, სწორ გზას ვადგავართ. ამას მოწმობს ის შესანიშნავი აკადემიური პერსონალი - პროფესორები, რომლებიც არიან მიუხენის ტექნიკური უნივერსიტეტიდან, სადაც პატივი მქონდა მემსახურა პრეზიდენტის რანგში 24 წელზე მეტი ხნის განმავლობაში“, - განაცხადა ვოლფგარფ ჰერმანისი.  

შეგახსენებთ, რომ სასწავლო პროცესი კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. უნივერისტეტში კი სტუდენტებისთვის მაქსიმალურად კომფორტული და მორგებული გარემოა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203