ბათუმის N8 სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
27-10-2017
ბათუმის N8 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, იაკობ გოგებაშვილის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული მონტაჟი მოეწყო: ''მოვეფეროთ იაკობს და ''დედაენას''.

ღონისძიებას სკოლის დირექციის წარმომადგენელი ნინო გოგოლიშვილი და დაწყებითი კლასების პედაგოგები ესწრებოდნენ.

''მოსწავლეებმა მოგვაწოდეს მწერლის ცხოვრების ამსახველი ეპიზოდები, წარმოადგინეს ნაწყვეტები მოთხრობებიდან და წაიკითხეს ლექსები. ბავშვებმა უყურეს ვიდეო-ჩანაწერს იაკობ გოგებაშვილის შესახებ და შეასრულეს ჰიმნი ''დედაენასთან'' დაკავშირებით,'' - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.

მონტაჟი, რომელიც სკოლის ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკის უფროსის მარიამ ჭანტურიას ხელმძღვანელობითა და ხელშეწყობით ჩატარდა, მე-3 კლასის ხელმძღვანელმა მაია გრიგოლიამ მოამზადა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203