სკოლამდელი და ზოგადი განათლების დაფინანსება 22 მილიონი ლარით იზრდება - რამდენს შეადგენს განათლების სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტი?
01-12-2020

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება 1 802.6 მილიონით განისაზღვრა. დოკუმენტის თანახმად, უწყების დაფინანსება 2021 წლის ბიუჯეტის წინა პროექტთან შედარებით 64.5 მილიონი ლარით გაეზარდა.

მათ შორის, 22 მილიონი ლარით გაზარდა დაფინანსება სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით, 10 მილიონით პროფესიული განათლების დაფინანსება, ხოლო 3.4 მილიონით - ინკლუზიური განათლება. 

უფრო დეტალურად, თანხები ძირითადად შემდეგნაირად მიემართება:

  • სკოლამდელი და ზოგადი განათლება - 1 029.5 მლნ ლარია გამოყოფილი, მათ შორის გათვალისწინებულია: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსებისთვის - 894 მლნ ლარია გამოყოფილი, სადაც გათვალისწინებულია სტატუსის მქონე მასწავლებლების 2021 წლის იანვრიდან სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით;
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის - 10.3 მლნ ლარამდეა განსაზღვრული;
  • უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფისთვის - 18.8 მლნ ლარამდე დაიხარჯება; 
  • წარმატებულ მოსწავლეთა წახალისებისთვის - 985.0 მლნ ლარს გასცემენ; 
  • განსაკუთრებით ნიჭიერ მოსწავლეთა საგანმანათლებლო და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფისთვის - 240.0 მლნ ლარი გამოიყო; 
  • მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა 26.3 მლნ ლარი დაჯდება; 
  • საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის - 13.6 მლნ ლარამდეა გამოყოფილი, რაც წინა წარდგენებთან შედარებით 10.0 მილიონი ლარით შემცირებულია;
  • პროგრამისთვის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ – 43.0 მლნ ლარია განსაზღვრული;
  • პროფესიული განათლებისთვის - 62.5 მლნ ლარი;
  • უმაღლესი განათლებისთვის - 153.4 მლნ ლარი;
  • ინკლუზიური განათლებისთვის - 27.1 მლნ ლარი;
  • მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობისთვის - 65.5 მლნ ლარი. 

ხოლო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 137.8 მლნ ლარი დაიხარჯება. მათ შორის:

  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის - 34.0 მლნ ლარზე მეტი;
  • პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის - 25.0 მლნ ლარი;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის - 20.0 მლნ ლარი;
  • კულტურაში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერისთვის - 8.0 მლნ ლარი;
  • სპორტში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერისთვის კი - 46.9 მლნ ლარზე მეტი გამოიყო.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203