მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარებული ტესტირების შედეგები ცნობილია
ქართულ ენასა და ლიტერატურაში საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია. მასში 200-მდე დამამთავრებელი კლასის მოსწავლე მონაწილეობდა.
გთავაზობთ, ქართულ ენასა და ლიტერატურაში 2020 წლის საცდელი ტესტირების
შედეგებს.შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საცდელი ტესტირებები მას შემდეგ განახლდება, როდესაც მოსწავლეები საკლასო ოთახს დაუბრუნდებიან.
„საცდელი ტესტირება ქართულ ენასა და ლიტერატურაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ოქტომბრის შუა რიცხვებში ჩატარდა შიდა ქართლის სკოლებისთვის და მასში მონაწილეობის სურვილი 200-მდე მოსწავლემ გამოთქვა (ინფორმაცია სკოლებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მიაწოდა).
რაც შეეხება საცდელი ტესტირების მომდევნო ციკლს ამავე და სხვა საგნებში, ის მას შემდეგ განახლდება, როდესაც მოსწავლეები საკლასო ოთახს დაუბრუნდებიან“, - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის etaloni.ge - სთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.