ღონისძიება, რომელიც მოსწავლეებში მეტყველების კულტურას, სამართლიანობის გრძნობასა და საკუთარი აზრის სწორად გადმოცემის უნარს განავითარებას
27-10-2017

დაბა მესტიის N3 სკოლაში ლიტერატურული სასამართლო გაიმართა.

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, სკოლაში უჩვეულო მღელვარება იყო:

''სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგების: ზოია შამფრიანისა და კლარა ფილფანის ხელმძღვანელობით, რევაზ ინანიშვილის მოთხრობის ''კიტრის ქურდის'' გმირის, აფრიას, ბრალდების საქმეზე ლიტერატურული სასამართლო ჩაატარეს. 

ასეთი ღონისძიებები მოსწავლეებში ამაღლებს მეტყველების კულტურას, სამართლიანობის გრძნობას, საკუთარი აზრის სწორად გადმოცემის უნარს. 

სასამართლო პროცესზე თითოეული მოსწავლის გამოსვლა დამაჯერებელი და ემოციური იყო. პროცესი ყველა პროცედურის დაცვით წარიმართა და საბოლოოდ სიყვარულმა გაიმარჯვა, რადგან აფრია სასამართლო პროცესიდან გათავისუფლდა. ამ ფაქტს მოსწავლეები დიდი ოვაციებით შეხვდნენ.''

ღონისძიებას მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.   

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203