საგურამოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რთველში მიიღეს მონაწილეობა
27-10-2017
საგურამოს საჯარო სკოლის უფროსკლასელები ჯიღაურას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში მიიწვიეს.

მოსწავლეების მონაწილეობით დაიწურა ყურძენი, მომზადდა ბადაგი. მასპინძლები სტუმრებს მათივე დაკრეფილი ყურძნის წვენით გაუმასპინძლდნენ.

''ჯიღაურაში ჩვენს მხიარულ მასპინძლებთან ერთად, დაგვხვდა ნაამაგარი, წელში გამართული, მტევნებით დატვირთული ვენახი. დიდი ხალისითა და მხიარული შეძახილებით დავიწყეთ ყურძნის კრეფა, დაშაქრული მტევნებით ივსებოდა გოდრები. ბარაქიანი, ჭირნახულით სავსე შემოდგომა თავს იწონებდა ხილითა და ბოსტნეულით. უფროსები ქართულ ღვინოს აგემოვნებდნენ,'' - აღნიშნეს საგურამოს სკოლის მოსწავლეებმა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203